14 აპრილი, 2019

ჯამლეტ ხუხაშვილის საიუბილეო საღამო

მინდა, ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს 75 წლის იუბილე მივულოცო. პირველ რიგში, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას! ბატონი ჯამლეტი საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული სპორტის განვითარებაში. ასევე, მინდა, გამოვხატო მადლიერება იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც ბატონმა ჯამლეტმა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებული ურთიერთობის განმტკიცებაში შეიტანა.