31 მარტი, 2019

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე

დღეს მნიშვნელოვანი დღეა რამდენიმე თვალსაზრისით. აღვნიშნავთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს. ჩვენ ზვიად გამსახურდიას ვიხსენებთ, როგორც პირველ პრეზიდენტს, მწერალს, ღირსეული მამის შვილს. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, დასაფასებელი და ხაზგასასმელია, ზვიად გამსახურდია იყო ადამიანი, ვინც ეროვნული იდეა შექმნა და ქართველებს სამშობლოს შეგრძნება, პატრიოტიზმი გამოუღვიძა. მნიშვნელოვანია, სწორად მოვუყვეთ ჩვენს მომავალ თაობებს, თუ ვინ იყო ზვიად გამსახურდია, რისთვის იბრძოდა და რას მიაღწია მან. 28 წლის წინ ქართველმა ხალხმა, ეროვნულმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, რეფერენდუმი ჩაატარა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის აღდგენას.