14 თებერვალი, 2019

თბილისში უახლესი მოდელის 18-მეტრიანი ავტობუსები შემოვა

“სისტრას” კვლევაზე დაყრდნობით, თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება.
მიუნხენში, MAN-ის საგამოფენო ცენტრში, დავათვალიერეთ უახლესი მოდელის 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელთა შემოყვანაც დედაქალაქშია დაგეგმილი.
“სისტრა” კომპანიაა, რომელიც აწარმოებს კვლევას, თუ რა რაოდენობის და რა ტიპის ავტობუსი სჭირდება ქალაქს.

MAN-ის საგამოფენო ცენტრში კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შევხვდით - ვისაუბრეთ თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე, თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმაზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება.

ვარშავიდან თბილისის მერიის მიერ შესყიდული 90 ავტობუსის პირველი პარტია უკვე გამოიგზავნა. საგანგებოდ თბილისისთვის ბრენდირებული 10-მეტრიანი ავტობუსები სრულად ადაპტირებული და უზრუნველყოფილია, როგორც გათბობისა და კონდიცირების, ისე უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით.

მსგავსი სიახლეები