31 იანვარი, 2019

შეხვედრა ევროკომისიის ტრანსპორტის დირექტორატის ხელმძღვანელთან

გვაქვს ამბიციური გეგმები, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ და ისინი აბსოლუტურად რეალისტურია. მივაღწიეთ იმას, რომ წელს დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარს აჭარბებს. თბილისის მერია ბევრი მიმართულებით მუშაობს, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პოლიტიკაა. ვცდილობთ, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ. 2019 წლის ბოლოს, ძველ ავტოპარკს ახალი, თანამედროვე ავტობუსებით სრულად ჩავანაცვლებთ. ასევე, ვმუშაობთ მეტროს მოდერნიზებაზე, ვამატებთ ახალ შემადგენლობებს, რათა მოცდის დრო შევამციროთ. დაგეგმილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია. ყველა სამუშაოს დროს ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ. სატრანსპორტო მიმართულებით, ფრანგული კომპანია „სისტრას“ კვლევებს ვეყრდნობით.

ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თბილისის მერიას ძალიან ამბიციური დღის წესრიგი აქვს და დედაქალაქის მთავრობის ენთუზიაზმი - ქალაქი უფრო მიმზიდველი გახადოს, მისასალმებელია.

ჰენრიკ ჰოლოლეიმ ასევე, კმაყოფილება გამოთქვა თბილისში ავტობუსების სრული ჩანაცვლების გამო, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას უფრო ხელმისაწვდომს გახდის.