1 იანვარი, 2019

საახალწლო გალაკონცერტი

თბილისის მერიის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი გაიმართა. სადღესასწაულო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოჯახთან ერთად დაესწრნენ. მათთან ერთად კონცერტზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილეებიც.

დედაქალაქის მერმა საქართველოს მოქალაქეებს და ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებს 2019 წლის შემობრძანება მიულოცა.

„ამ ჯადოსნურ ადგილზე ჩვენ ერთად ვაცილებთ ემოციებითა და მოვლენებით დატვირთულ 2018 წელს და ვხვდებით 2019 წელს, რომელიც იქნება სიყვარულის წელი, დახუნძლული ბევრი გამარჯვებით და წარმატებით. მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო 2019 წელი. განსაკუთრებით მადლობას ვუხდი და ვულოცავ იმ ადამიანებს, რომელთა შრომაც ქმნის ჩვენს ყოველდღიურობას. ისინი ამ წუთებში თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, უფრთხილდებიან ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, იცავენ ჩვენს და ქვეყნის უსაფრთხოებას. გილოცავთ და მიყვარხართ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

საახალწლო გალაკონცერტი 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და ჯამში 40 მუსიკალური ნომრისგან შედგებოდა. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ სხვადასხვა შემსრულებლები. მათ შორის, NEW YORK VOICES, ეკა მამალაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნატო მეტონიძე, „შვიდკაცა“, დავით ევგენიძე, გიორგი მახარაშვილი, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, “ვერნისაჟი“, გვანცა ზაქარეიშვილი, დუეტი „ჯორჯია“, მანანა თოდაძე, ბესო კალანდაძე, ლიზა ბაგრატიონი, მანანა თოდაძე, ბესო კალანდაძე, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი, The Quintessence, ნოდიკო ტატიშვილი, სოფო გელოვანი, სალომე ბაკურაძე, თიკა მახალდიანი, აჩიკო მეფარიძე, ანა დოი, მაია ბარათაშვილი, მაია ჯაბუა, თემურ თათარაშვილი, ეკა კახიანი, ნუცა შანშიაშვილი, ოთო ნემსაძე, ნინი ქარსელაძე, დათუნა მგელაძე, თემო საჯაია, ნინო ძოწენიძე, ვერიკო ტურაშვილი, თამთა ჭელიძე, ირმა სოხაძე, ნუკრი კაპანაძე, მაია კაჭკაჭიშვილი, ძვალი, ელენე ფოჩხუა, დათუნა სირბილაძე, ანი კეკუა, ზუკა ხუციშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, მარიამ როინიშვილი, ეკა დოლიძე, კახა კუხიანიძე, ლიზა ყენია, მარიკო ებრალიძე, ნინა სუბლატი, ცისანა სეფიაშვილი, „ქუჩის ბიჭები“, ქეთი ორჯონიკიძე, თიკა ჯამბურია, მარიკა თხელიძე და Teen Club.

გალაკონცერტის კონცეფცია სამი სცენის კომბინაციას ითვალისწინებდა, რომელიც წარმოდგენილი იყო ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სახით, ასევე, ევროპული და პოპ მუსიკის სცენებით.

საახალწლო გალაკონცერტის წამყვანები ბუბა გოგორიშვილი, ბახვა ბრეგვაძე, ლიზა წიკლაური, ირაკლი გაფრინდაშვილი, სალომე გოგიაშვილი და ნიკა ნანიტაშვილი იყვნენ.

მსგავსი სიახლეები