27 დეკემბერი, 2018

სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონია

ნომინაციაში - „საუკეთესო მენეჯერი“ გამარჯვებულ ლევან კობიაშვილია.
მინდა მივულოცო ლევანს და წარმატებები ვუსურვო. ნამდვილად სასიამოვნო იყო ეროვნული ნაკრების წარმატებული თამაშები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს წარმატება გაგრძელდეს. ჩვენ გვჭირდება ბევრი სიხარული. აქ სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები იმყოფებიან და ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დედაქალაქის მთავრობის სახელით. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ, 2019 წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის წარმატების მომტანი. იყავით დარწმუნებულები, რომ ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით და მხარს დავუჭერთ სპორტის განვითარებას და ამის გარანტი არის ის პროექტები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, შედეგიც სახეზე გვაქვს და ეს წარმატება შემთხვევით არ მოსულა.

ცერემონიაზე 14 ნომინაცია და 10 სპეციალური პრიზი იყო წარმოდგენილი.

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა, ხოლო 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დასახელდა.

მსგავსი სიახლეები