24 დეკემბერი, 2018

წინასაახალწლო მიღება მედიის წარმომადგენლებისთვის

დღეს, მედიასთან ერთად, ბოლო ერთი წელი შევაფასეთ. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევდა თანამშრომლობა.
მედიის ფუნქცია და როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა, თითოეულ ჟურნალისტს ჩემი გუნდის, ჩემი თანამშრომლების სახელით მადლობა გადავუხადო. ამ ერთი წლის განმავლობაში გაშუქდა ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი, იყო გარკვეული წყენა და გულისტკივილიც, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმია. მედიას ხშირად აქვს განსხვავებული შეხედულებები და მოსაზრებები, რაც სრულიად მისაღებია. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი მედიის წარმომადგენლებს, წარმატებებს ვუსურვებ ყველას და ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს! მინდა, 2019 წელი, ჟურნალისტებისთვის, ჩვენთვის, თქვენთვის იყოს წარმატებული, ბედნიერებისა და გამარჯვების მომტანი.