22 სექტემბერი, 2018

საერთაშორისო ჩემპიონატი "პირადი მცველი 2018"

დღეს დაიწყო პირად მცველთა საერთაშორისო ჩემპიონატი. ძალიან საინტერესო ღონისძიებაა და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენს ქალაქში ტარდება. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელთა წარმომადგენლებმაც პირადი მცველის საერთაშორისო ფედერაცია ჩამოაყალიბეს. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის გუნდები, მათ შორის ჩვენი გუნდი, რომელიც ყოველთვის მონაწილეობს სხვადასხვა შეჯიბრებებში. დღევანდელ დღესაც მინდა წარმატება ვუსურვო მათ.