ბიოგრაფია

კახა კალაძე

2017

2017 წლის 1 ივლისს, ქართული ოცნების პოლიტსაბჭორს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა, კახა კალაძე წარადგინა თბილისის მერობის კანდიდატად.

2013-2017

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, 2013-2017 წლებში ენერგეტიკულ სექტორში ქვეყნის ისტორიაში მშენებლობის უპრეცენდენტო აქტივობა დაფიქსირდა. ექსპლუატაციაში შევიდა 18 ჰიდრო, 2 თბო და 1 ქარის ელექტროსადგური. პროექტების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 783 მეგავატი, ხოლო ინვესტიციამ 1,186 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წლის ოქტომბერში დასრულდა 20.7 მგვტ. სიმძლავრის საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის “ქართლი”-ს მშენებლობა. ქართლის ქარის ელექტროსადგური ბრიტანული ფინანსური გამოცემა "EMEA FINANCE"-ს მიერ  2016 წლის განახლებადი ენერგიის პროექტების საუკეთესო გარიგებად დასახელდა.

2013

2013 წლიდან დღემდე,  არის პარტია, ’’ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ გენერალური მდივნი. 

2012

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კალაძე წარდგენილი იყო სამტრედიის ოლქის მაჟორიტარ დებუტატად. ამავდროულად იყო კოალიცია ’’ქართული ოცნების’’ პარტიული სიის პირველი ნომერი. 2012 წლის არჩევნებში კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ხოლო კახა კალაძემ თავის მაჟორიტარულ ოლქში.

2011

2011 წლიდან კახა კალაძე არის პარტია ’’ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ პოლიტიკური საბჭოს წევრი.

2010

2010 წლის 31 აგვისტოს კალაძე საფეხბურთო კლუბ „ჯენოაში“ გადავიდა და ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. „ჯენოაში“ კალაძემ ორი სეზონის მანძილზე 53 მატჩი ჩაატარა. 2012 წელს კახა კალაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა .

2008

2008 წელს კახა კალაძე იყო "პროგრეს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2008 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი "კალა ფონდი"

2004-2007

2007 წელს კახა კალაძე, მეორედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ტიტულები: იტალიის თასი (იტალიის თასი - (2002-03), იტალიის სუპრერთასი (2004), სერია A (2004), მსოფლიოს ჩემპიონატი კლუბებს შორის - (2007 წ) უეფას სუპერთასი 2003-2007წწ.ში, 2006 წელს კიდევ ერთხელ გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი, 2007 წელს, დააფუძნა საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი "კალა კაპიტალი". 

2002-2004

კახა კალაძე, გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ასევე მიღებული აქვს ტიტულები: იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი, სერია A

2001

2001 წელს, კახა კალაძე გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, „მილანმა“ მის ტრანსფერში კიევის „დინამოს“ 16 მილიონი ევრო გადაუხადა. კალაძე ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ დასახელდა წლის საუკეთესო ქართველ მოთამაშედ. 2002-2003 წლების სეზონში „მილანის“ შემადგენლობაში 46 მატჩი ჩაატარა, მათ შორის 27 სერია A-ში. ამ წელს „მილანმა“ მოიგო იტალიის თასი და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა. კალაძე გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.  

1998-2001

1998 წელს კალაძე მონაწილეობდა საქართველოსა და იტალიის ნაკრებების შეხვედრაში, რომელიც 0-0 დასრულდა. სწორედ ამ თამაშმა განაპირობა კიევის „დინამოს“ დაინტერესება ქართველი მცველით. ამავე წლის იანვარში, „დინამო კიევმა“ 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა კახა კალაძესთან. ორნახევარი სეზონის განმავლობაში მან ჯამში 104 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. კალაძემ „დინამოსთან“ ერთად ზედიზედ 3-ჯერ მოიგო უკრაინის პრემიერ ლიგა და უკრაინის თასი.

1993-1998

1993 წელს, თამაში გააგრძელა თბილისის „დინამოში“, სადაც დებიუტი, 16 წლის ასაკში, 1993–1994 წლების სეზონზე ჰქონდა. 1993-1998 წწ-ში 5-ჯერ აქვს მოგებული საქართველოს ჩემპიონატი.

1989

კახა კალაძემ, 1989 წელს, 11 წლის ასაკში დაიწყო საფეხბურთო კარიერა სამტრედიის „ლოკომოტივის ახალგაზრდულ გუნდში“ , ფორვარდის პოზიციაზე.

დაიბადა 1978 წლის 27 თებერვალს, ქ. სამტრედიაში. დაამთავრა თბილისის ივ.ჯვახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.  ჰყავს მეუღლე და სამი შვილი